Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ნერგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მაიაკოვსკი (ბაღდათი).
დაამთავრა ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს.
1978 წელს მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში დამხმარე მუშად; 1978-1979წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სტამბა, მჭრელი; 1979-1980წწ. ელექტრო-ტექნიკური მოწყობილობების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი, ტექნიკოსი; 1983-1988წწ. მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1989-1993წწ. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2002წწ. სახალხო დამცველის აპარატი, სახალხო დამცველის რწმუნებული, მთავარი სპეციალისტი; საქართველოს სახალხო ფრონტისა და ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და არასამთავრობო ორგანიზაციის "ვიხსნათ საქართველოს ბავშვები" დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი; 1999 წლიდან ატარებს ტრენინგებს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში და ავტორია სტატიებისა ფსიქოლოგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2015წწ. სს საქართველოს რკინიგზა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2015-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 276 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |