The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით II (იმერეთის მეფე)

დავით II
Date of birth:1755
Date of death:11 January, 1795  (at 40 years)
Category:Royalty

Biography

იმერეთის მეფე (1784-1789), გიორგი VII–ის ძე, სოლომონ I–ის ბიძაშვილი; ტახტზე ავიდა მსხვილი ფეოდალებისა და კაცია II დადიანის მხარდაჭერით; ამავე დროს ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა სოლომონ I–ის ძმიშვილი დავით არჩილის ძე(შემდგომ სოლომონ II), რომელიც სოლომონ I–ს ტახტის მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული; 1784 წელს დავით II–მ რუსეთში ელჩები გაგზავნა და იმპერატორს ქვეშევრდომობა სთხოვა; ამით უკმაყოფილო თავადები დავით არჩილის ძეს დაუკავშირდნენ და მისი გამეფება მოინდომეს; მან მოწინააღმდეგე თავადები გადააყენა და მათ ნაცვლად თავისის ერთგული ხალხი დააწინაურა; ამით ურთიერთობა მათ შორის უფრო გამწვავდა; 1788 წლიდან მოწინააღმდეგე თავადთა პოზიციზა გაძლიერდა, მათ ოდიშის ახალი მთავარი გრიგოლ დადიანიც შეუერთდა; დადიანმა პოლიტიკური მიზნით დავით არჩილის ძე თავის დაზე დააქორწინა; მათხოჯის ბრძოლაში (1789) დავით II დამარცხდა და ახალციხის საფაშოში გაიქცა; დავით არჩილის ძე კი მეფედ გამოაცხადეს სილომონ II-ის სახელით; 1790 წელს დავით II ოსმალ–ლეკთა ჯარით იმერეთში შეიჭრა, სილომონ II ტახტიდან ჩამოაგდო და თვითონ გამეფდა; სოლომონმა იმავე წელს დაიბრუნა ტახტი; შემდგომ დავით II ერეკლე II-ის შუამდგომლობით იმერეთში დაბრუნდა, საუფლისწულო მამული მიიღო და ერთხანს იქ ცხოვრობდა; 1792–1794წწ. ლეკთა ჯარის დახმარებით კვლავ შეეცადა ტახტის დაბრუნებას, მაგრამ დამარცხდა და ისევ ახალციხის საფაშოში გაიხვეწა (იქვე გარდაიცვალა).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.262; geni.com


Share: