Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქრისტეფორე არაქელოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩარდახლო, შამქორის რაიონი (აზერბაიჯანის რესპუბლიკა). დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტი, 1953 წელს ასპირანტურა. 1937 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ფოთის (1937–1939წწ.) და თბილისის (1940–1966წწ.) სამუსიკო სასწავლებლებში. 1950 წლიდან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში კითხულობდა მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზისა და ქართული ჰარმონიის კურსს. იგი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კრიტიკული წერილის ავტორი, სწავლობდა რუსულ–ქართული მუსიკალური ურთიერთობის საკითხებს, ეწეოდა სარედაქციო მუშაობას. II მსოფლიო ომის მონაწილე. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1970), დოცენტი (1971), პროფესორი (1992). მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. საკანდიდატო დისერტაცია – "რუსულ–ქართული მუსიკალური კავშირების საკითხები", დაიცვა 1970 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.187 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |