The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქრისტეფორე არაქელოვი

Legal name:ქრისტეფორე არაქელიანი
Other name:თბილელი  (Pseudonym)
Date of birth:6 November, 1915
Date of death:1995  (at 79 years)
Category:Scientist, Musician, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩარდახლო, შამქორის რაიონი (აზერბაიჯანის რესპუბლიკა).

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტი, 1953 წელს ასპირანტურა.

1937 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ფოთის (1937–1939წწ.) და თბილისის (1940–1966წწ.) სამუსიკო სასწავლებლებში. 1950 წლიდან  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში კითხულობდა მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზისა და ქართული ჰარმონიის კურსს. იგი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კრიტიკული წერილის ავტორი, სწავლობდა რუსულ–ქართული მუსიკალური ურთიერთობის საკითხებს, ეწეოდა სარედაქციო მუშაობას. II მსოფლიო ომის მონაწილე. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1970), დოცენტი (1971), პროფესორი (1992). მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები.

 საკანდიდატო დისერტაცია – "რუსულ–ქართული მუსიკალური კავშირების საკითხები", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.187

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1963-)

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული პედაგოგი

Bibliography


Share: