შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო რატიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს; თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ინსტიტუტის უცხო ენების შემსწავლელი კურსი, გერმანული ენა 1989 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1994 წელს. 1986-1988წწ. სამხედრო სამსახური; 1991-1993წწ. მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტის რელიგიის კათედრის მეცნიერ-მუშაკი; 1993-1996წწ. თბილისის სასულიერო აკადემიის მასწავლებელი; 1995-1997წწ. შპს "კავკასიის" დირექტორის მოადგილე; 1997-2002წწ. შპს "არილის" დირექტორი; 2001-2002წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 2002-2006წწ. თბილისის ილ. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კვლევების უნივერსიტეტის კათედრის გამგის მ.შ.; 2006-2008წწ. ილ. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2006-2012წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან ილ. ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.297 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |