შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა სამხარაული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახმეტა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით - ეკონომიკა და მართვა მშენებლობაში, ბიზნესის ორგანიზაცია და დამენეჯმენტი, 1993 წელს. 1987-1989წწ.- თბილისის თბოგაერთიანება, ზეინკალი; 1992-1996წწ. - ფირმა "ალიდა"; 1996-1998წწ. - ქართულ-იტალიური ბანკი "ინდუსტრიაბანკი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1998-2000წწ. - ქართულ-იტალიური შპს "საქართველო", კომერციული დირექტორი; 2000-2005წწ. - შპს "ფალავანი", კონსულტანტი; 2005-2012წწ. - "დია ალავერდი" დირექტორი; 2006-2007წწ. - "დია გრუპი", დირექტორი; 2012-2016წწ. - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თელავის №17 საარჩევნო ოლქიდან; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №28 თელავის საარჩევნო ოლქიდან; 2021-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საარჩევნო სუბიექტი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 305 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |