Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით III (კათათოლიკოს პატრიარქი)![]()
Biographyსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (დაახლ. 1435-1436წწ., 1438-1439წწ.); მან სვეტიცხოვლის მსახურთუხუცეს დავით ქარცისძეს უწყალობა ლომისგულ სონღულაძის მიერ მცხეთისთვის შეწირული მამული გორში და იქვე მცხეთის კუთვნილი გლეხები; მის პატრიარქობაში მეფე ალექსანდრე I დიდი (1438-1439წწ.) სწირავს სვეტიცხოველს ატენის წინაუბანს, ლომიშვილებს მათი მამულით და კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს: "კათალიკოზო დავით, ჩუენთვის წირვასა და ეკლესიის სამსახურსა ნუ დააკლებთ"; კათოლიკოს-პატრიარქ დავითის ზეობაში 1438–1439წწ. მიმდინარეობდა ცნობილი ფერარა–ფლორენციის საეკლესიო კრება, რომელზედაც ქართული ეკლესიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ხელი მოეწერათ რომის კათოლიკურ ეკლესიასთან უნიაზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.263
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |