Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯანო ვალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი (კასპის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1963 წელს. 1963–1966წწ. იყო ჯავის რაისაავადმყოფოს ექიმი–თერაპევტი; 1966–1969წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1969–1970წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი; 1971–1991წწ. ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1991 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი - ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნერვ–კუნთოვანი აპარატის ელექტროფიზიოლოგია პერიფერიული მოტორული ნეირონის დაზიანების დროს", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.100; მედპორტალი : medportal.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |