The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანჟელინა ვანეციანი

დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კრასნოდარი.

1958–1962წწ. იყო ქ. ორჯონიკიძის N2 სამშობიარო სახლის და თბილისის N1 სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი; 1979 წლიდან არის ექიმთა დახელოვნების II მეან–გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 33 სამეცნიერო ნაშრომის, თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. N1 სამშობიარო სახლის ახალშობილთა განყოფილებაში პრაქტიკაში დანერგა ჩაჟევსკის ჭაღების ხმარება ჰიპოქსიაში და ასფიქსიაში დაბადებულ ბავშვებში, როგორც აეროიონიზაციის წყარო–ჰაერის ჟანგბადის უარყოფითი მუხტი. ექიმი მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დიპლომის შემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის ასისტენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მშობიარობის დროს განვითარებული თრომბოჰემორაგიული სინდრომის პათოგენეზის, მკურნალობის და პროფილაქტიკის საკითხისთვის", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.100

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეან–გინეკოლოგიის საზოგადოება, წევრი

გააზიარე: