შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი არდიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოდესა. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1941 წელს. 1947–1963 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხვადასხვა სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებში. მისი რამდენიმე სამეცნიერო შრომის შედეგი დაინერგა საქართველოს სამთამადნო მრეწველობის საწარმოებში. 1963–1966 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკის და მართვის პროცესების განყოფილების სწავლული მდივანი. 1966 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სამეცნიერო–ტექნიკურ რედაქციას. დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მრავალტომეულის მომზადებასა და გამოცემაში. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. II მსოფლიო ომის მონაწილე. სამთო ინჟინერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.193 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |