The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი არადელი-იშხნელი

გიორგი არადელი-იშხნელი
Date of birth:20 June, 1882
Date of death:1 February, 1920  (at 37 years)
Burial location:სოფელი არადეთი, ქარელის რაიონი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არადეთი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა თბილისის II გიმნაზია 1903 წელს. 1903–1908 წლებში სწავლობდა ოდესის  უნივერსიტეტის იურიდიულ ფალულტეტზე. 1906 წელს დაამთავრა  რეჟისორ ა. დოლინოვის დრამატული კურსები და მონაწილეობდა ოდესის რუსული დრამატული დასის წარმოდგენებში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1908 წელს პირველად გამოვიდა თბილისის ქართული თეატრის სცენაზე დ. ერისთავის "სამშობლოში". მონაწილეობდა ლიტერატურულ საღამოებში. კითხულობდა გოგოლის "შეშლილის წერილებს" და მონოლოგებს მისივე "რევიზორიდან". 1908–1920 წლებში მოღვაწეობდა თბილისის, ქუთაისის და გორის თეატრებში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გელა (ა. წერეთლის "პატარა კახი"), არსენა (ა. ყაზბეგის "არსენა"), გიგო და შაქრო (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი" და "გამცემი"), გლახა ჭრიაშვილი (ი. ჭავჭავაძის "გლახა ჭრიაშვილი"), მოურავი (ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), დე სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ტირესია და კრეონტი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" და "ანტიგონე"), ფლაქსმანი (ერნსტის "პედაგოგები"), კარლ მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ნერონი და ურსი (სენკევიჩის "ვიდრე ხვალ, უფალო") და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.184; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1 .- თბ., 1975.-, გვ. 534; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.74-75; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.186; მსახიობი გ. არადელი-იშხნელი : (გარდ. თებერ. 1 გორში, დაკრძალეს 5 თებერ. არადეთში) [ფოტო] // თეატრი და ცხოვრება . - 1920. - N5. - გვ.1


Share: