Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანტონ გლონისთავის ძე ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესი![]()
Biographyანტონ ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესი(გლონისთავის ძე) იყო XII-XIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესი(დაახლოებით 1179–1184 წლები). თამარის მეფობის პირველ წლებში(დაახლოებით 1185 წელი) ვაზირობა წაართვა მიქაელ კათალიკოსმა. მას ჰყავდა ორი ძმა, რომლებიც მოკლეს თამარის წინააღმდეგ ამბოხებულმა კახაბერისძეებმა. იგი ბერად შედგა დავითგარეჯის მონასტერში. მიქაელის სიკვდილის შემდეგ თამარმა კვლავ მიიწვია და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობის გარდა, სამთავნელობაც (სამთავისის ეპისკოპოსობა) მისცა. მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში(1195). ზრუნავდა სამეფო მონასტრებზე (შიომღვიმე, დავითგარეჯა, ვარძია,გელათი). თამარ მეფის 1195–1196 წლის სიგელიდან ვგებულობთ, რომ ანტონს სხალტბიდან შიომღვიმის მონასტერში წყალსადენი გაუყვანია. ვაჰანის მონასტრის წარწერა გვამცნობს, რომ ანტონს ამ მონასტრისათვის ზღუდე აუგია. ამის შემდეგ იგი წყაროებში აღარ იხსენიება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.170
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |