Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგა ხაჩიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები 1997 წელს. 1994-2002წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე, ასევე ტელეკომპანიებში: იბერვიზია, რუსთავი-2, 202, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, რადიო 105-ში, რადიო რეზონანსში, გაზეთ რეზონანსში. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში იყო ჯგუფ "სახის" წევრი; 2003-2004წწ. ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილე; 2004წ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2005წწ. საქართველოს ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული; 2005-2008წწ. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი; 2008-2012წწ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ.405 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |