The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ვაშაკიძე

სერგო ვაშაკიძე
Date of birth:30 June, 1957  (67 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980–1982წწ. იყო ფთიზიატრიის და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თორაკალური ქირურგიის განყოფილების კლინიკური ორდინატორი; 1982–1987წწ. ექიმი–ორდინატორი; 1988 წლიდან ხელმძღვანელობს აღნიშნულ განყოფილებას. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომის ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. არის თორაკალური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროსტაგლანდინ–ციკლური ნუკლეოტიდების სისტემის კლინიკო–დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ფილტვებზე ქირურგიული ჩარევების დროს", დაიცვა 1987 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მეტაბოლური მარეგულირებელი სისტემების თავისებურებანი და მათი კორექციის მეთოდები ფილტვებზე ქირურგიული ჩარევების დროს", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.103

Member of Organizations

  • საქართველოს პულმონოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ფთიზიატრთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი

Share: