Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით V (საქართველოს კათალიკოსი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მირონწმინდა, ხარაგაულის რაიონი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ სარვეშის არასრულ სკოლაში; სწავლა განაგრძო ჭიათურის მღვიმის დედათა მონასტერში. 1918 წელს ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის ანტონის ლოცვა–კურთხევით განაწესეს სოფელ მირონწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მედავითნედ; 1927 წელს აკურთხეს საჩხერის ფერისცვალების ტაძრის მთავარ დიაკვნად, იმავე წელს მღვდლად და განაწესეს სარგეშის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად; 1930 წლიდან ღვთისმსახურებას ეწეოდა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში; 1932-1945წწ. ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარში; 1945-1947წწ. წმ. ნინოს ეკლესიაში, შემდეგ ისევ ქაშვეთის ტაძარში; 1956 წელს ბერად აღიკვეცა და აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის პატივში; იმავე წელს ღვთისმშობლის მიძინების დღეს ხელდასმულ იქნა ეპისკოპოსად და ჩაბარდა მარგვეთისა და ურბნისის ეპარქია; 1959 წელს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად; საქართველოს პატრიარქის მელქისედეკ III-ის გარდაცვალების შემდეგ მან უარი განაცხადა კათოლოკოს–პატრიარქის მესაყდრეობაზე; 1962 წლის 12 თებერვალს იგი აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში, ხოლო 1972 წლის 1 ივნისს საქართველოს მე–11 საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად აირჩია; ინტონიზაცია შედგა 2 ივლისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში; მიღებული აქვს საეკლესიო ჯილდოები; სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი(1972-1977). საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა სიაში ცნობილია ორი დავით V. პირველი მოღვაწეობდა XV საუკუნეში, მეორე კი XX საუკუნეში. მართალია ეს უკანასკნელი რიგით მეექვსეა, მაგრამ რადგან იგი ხელს აწერდა დავით V-ის სახელით და დაუმკვიდრდა ეს სახელი, მისი რიგითობა უცვლელი დარჩა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.268; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3. -თბ., 1978. -გვ. 340 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |