The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით V (საქართველოს კათალიკოსი)

დავით V
Legal name:ხარიტონ დევდარიანი
Date of birth:24 March, 1903
Date of death:9 November, 1977  (at 74 years)
Burial location:სიონის საკათედრო ტაძარი, თბილისი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მირონწმინდა, ხარაგაულის რაიონი.

პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ სარვეშის არასრულ სკოლაში; სწავლა განაგრძო ჭიათურის მღვიმის დედათა მონასტერში.

1918 წელს ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის ანტონის ლოცვა–კურთხევით განაწესეს სოფელ მირონწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მედავითნედ; 1927 წელს აკურთხეს საჩხერის ფერისცვალების ტაძრის მთავარ დიაკვნად, იმავე წელს მღვდლად და განაწესეს სარგეშის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად; 1930 წლიდან ღვთისმსახურებას ეწეოდა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში; 1932-1945წწ. ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარში; 1945-1947წწ. წმ. ნინოს ეკლესიაში, შემდეგ ისევ ქაშვეთის ტაძარში; 1956 წელს ბერად აღიკვეცა და აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის პატივში; იმავე წელს ღვთისმშობლის მიძინების დღეს ხელდასმულ იქნა ეპისკოპოსად და ჩაბარდა მარგვეთისა და ურბნისის ეპარქია; 1959 წელს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად; საქართველოს პატრიარქის მელქისედეკ III-ის გარდაცვალების შემდეგ მან უარი განაცხადა კათოლოკოს–პატრიარქის მესაყდრეობაზე; 1962 წლის 12 თებერვალს იგი აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში, ხოლო 1972 წლის 1 ივნისს საქართველოს მე–11 საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად აირჩია; ინტონიზაცია შედგა 2 ივლისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში; მიღებული აქვს საეკლესიო ჯილდოები; სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი(1972-1977). საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა სიაში ცნობილია ორი დავით V. პირველი მოღვაწეობდა XV საუკუნეში, მეორე კი XX საუკუნეში. მართალია ეს უკანასკნელი რიგით მეექვსეა, მაგრამ რადგან იგი ხელს აწერდა დავით V-ის სახელით და დაუმკვიდრდა ეს სახელი, მისი რიგითობა უცვლელი დარჩა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.268;

http://ka.wikipedia.org/wiki/დავით_V_(დევდარიანი)

Member of Organizations

  • საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტეი, წევრი
  • სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტეი, წევრი

Awards and Honors

  • მეორე პანაღეა, პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • მთავარმოწამე გიორგის I ხარისხის ორდენი
  • წმინდა ნინოს ორდენი

Share: