Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი "მომავლის ექიმი" სპეციალობით ზოგადი პროფილის ექიმი 1999 წელს; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით 2005 წელს; ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა სპეციალობით მაგისტრის სერთიფიკატი პროექტის მართვაში 2010 წელს. 1998-2000წწ. საქსტანდარტის კოორდინატორის თანაშემწე; 2000-2002წწ. ჟურნალისტთა საერთაშორისი ცენტრის დირექტორის მოადგილე; 2002-2003წწ. საქართველოში ეუთოს მისიის სასწავლო პროგრამების ასისტენტი; 2003-2006წწ. საქართველოში ეუთოს მისიის სასწავლო პროგრამების ოფიცერი; 2005-2011წწ. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი; 2006-2008წწ. გაეროს მოსახლეობის ფონდის სამხრეთ კავკასიის პროექტის რეგიონული კოორდინატორი; 2006-2011წწ. EC/SPAMGO პროექტის მართვის კონსულტანტი; 2008-2010წწ. შპს აბგ პროფსერვის გრუპის აღმასრულებელი დირექტორი; 2010-2011წწ. USAID-ის პროექტის "აივ პრევენცია საქართველოში" ტექნიკური ექსპერტი; 2010-2012წწ. ჟურნალ "ტაბულას" კოლუმნისტი; 2011 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო "გირჩის" კანდიდატი, მან არჩევნებში 36 034 (2,26%) ხმა მიიღო. 2018 წლის 8 ოქტომბრიდან მისი ოფიციალური სახელია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გირჩი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.421 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |