The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მინდია არაბული

მინდია არაბული
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1934
გარდაცვ. თარიღი:1998  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გველეთი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტი 1961 წელს.

1962 წლიდან მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში. 1970 წლიდან იყო გამომცემლობა "ნაკადულის" განყოფილების გამგე. არის რამდენიმე კრებულის ავტორი: "საარაგვო"(1967), "პირიმზე"(1968), "ლურჯი სანახები"(1970), "გარდასული ფერები"(1973), "თბილი ხელები"(1975), "ჩემი დღეები"(1977), "გზებზე"(1978), "მამულთა ქვიშანი"(1980), "რწმენის ზარი"(1981), "მორბის არაგვი"(1983), "მამულის ნიშები"(1984), "მოთხრობები"(1986), "დავიწყებული ზღაპარი"(1987). ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობას. 1975 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ივანე თარბას ლექსების კრებული "სიმღერიდან სიმღერამდე".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.179

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: