The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ანჯაფარიძე

ლევან ანჯაფარიძე
Date of birth:23 November, 1902
Date of death:21 August, 1972  (at 69 years)
Burial location:თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს.

1926-1930წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკის ექიმი; 1939–1949წწ. თბილისის გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების გამგე; 1954–1968წწ. ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თერაპიის II კათედრას; წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული და სანჰიგიენური ფაკულტეტების დოცენტი; ერთდროულად მუშაობდა რამდენიმე ადგილას: ავჭალის შრომა-გასწორების დაწესებულებაში, ვენეროლოგიისა და დერმატოლოგიის ინსტიტუტში, ჩხარის საავადმყოფოში, მეოთხე გაერთიანებულ დისპანსერში, შინსახკომის პოლიკლინიკაში, სისხლის გადასხმის ინსტიტუტში; კლინიკური ჰემატოლოგიის ფუძემდებელი და ენდოკრინოლოგიური კლინიკის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში; არის 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქტიურად მონაწილეობდა კონფერენციებში, ყრილობებში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1938), დოცენტი (1941). ავტორია სახელმძღვანელოსი "შინაგანი სნეულებანი", (1961, თანაავტორებთან ერთად). ექიმი-თერაპევტი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.174; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 688-689; ლევან ანჯაფარიძე - კაცი, რომელმაც მედიცინა ხელოვნებად აქცია / ხუტა პაჭკორია ; ესაუბრა მარი აშუღაშვილი // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.-თბილისი, 2019.-N 9 (170).-გვ.60-64

Member of Organizations

  • თბილისის თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1963-1970)
  • ჰემატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1958-)

Awards and Honors

  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: