The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა აბაკელია

ვაჟა აბაკელია
Date of birth:26 October, 1948
Date of death:12 July, 2019  (at 70 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Public official, Lawyer, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1971-1979 წწ. ქ. თბილისის პარტიული ორგანიზაციების მუშაკი; 1980-1990 წწ. მუშაობდა თბილისის ნაძალადევის რაიონის სახალხო მოსამართლედ, მარტვილის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, საქართველოს კპ მარტვილის რაიკომის მდივნად; 1990-1991 წწ. იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარე; 1990-1991 წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, მაჟორიტარი, №65 მარტვილის საარჩევნო ოლქიდან; 1991-1992 წწ. საქართველოს გენერალური პროკურორი. ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე. იუსტიციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 54

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისია, წევრი (1990-1991)

Share: