The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინა ქავთარაძე

მარინა ქავთარაძე
Date of birth:2 August, 1951  (72 years)
Category:Musician, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო).

1973–1977წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მუსიკალური რედაქტორი; 1975–1976წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამმართველოს ლექტორი–მუსიკათმცოდნე; 1978 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის და კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტალური მუსიკალური სკოლის პედაგოგი; 1985-2005წწ. კონსერვატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2001 წლიდან  ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის გამგე, სრული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი(1999); "ღია საზოგადოება-საქართველოს" და განათლების სამინისტროს მუსიკის ექსპერტი; კონსერვატორიის სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის მთავარი რედაქტორი; არის პიანისტთა თბილისის საერთაშორისო (I, II, III) და საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსების (I, II, III) პრესმდივანი და პრესსამსახურის ხელმძღვანელი; რამოდენიმე სამეცნიერო კრებულის, წიგნის რედაქტორი, რედკოლეგიის წევრი და მრავალი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი; მისი სამეცნიერო ინტერესები დაკავშირებულია ძველი და ახალი ქართული მუსიკის, საოპერო სინთეზის, კულტურათაშორისი ურთიერთობის, მულტიკულტურულობის პრობლემებთან; ის ავტორია მრავალი წერილისა და ნარკვევის, 50-მდე სამეცნიერო სტატიის, მათ შორისაა 2001–2005წწ. გამოქვეყნებული. 

 წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 184; http://tsc.edu.ge/


Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1983-1991)

Share: