The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახა ვაჭარაძე

კახა ვაჭარაძე
Date of birth:22 June, 1962  (61 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1985 წელს.

1985–1987წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფთიზიატრიისა და ფილტვის ქირურგიის კათედრაზე; 1987–1989წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფილტვის ქირურგი; 1989–1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1992–1997წწ. ამავე აკადემიის კათედრის ასისტენტი. 1997 წლიდან ტუბ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი მეთოდური რეკომენდაციის და ერთი გამოგონების. ექიმი ფთიზიო–პულმონოლოგი, თორაკო–ქირურგი, ბრონქოლოგი, ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, თსსუ ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "ენდოლიმფური ქიმიოთერაპია ფილტვის ტუპერკულიოზით დაავადებულ ავადმყოფთა კომპლექსურ მკურნალობაში", დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფილტვის ტუპერკულიოზით დაავადებულ ავადმყოფთა კომპლექსური მკურნალობის ეფექტურობის ამაღლების გზები", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.104; ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა: hcore.ge

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა, პრეზიდენტი
  • ევრორესპირატორული ასოციაცია, წევრი
  • ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა ჰელსიკორი, პულმონოლოგი
  • საქართველოს პულმონოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს რესპირაციული ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს ფთიზიატრთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს ეროვნული პრემია, მედიცინა

Share: