Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუბენ კაჟილოტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს. 1972 წლიდან ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს ქ. რუსთავის მუსიკალურ სასწავლებელში, 1974 წლიდან თბილისის I მუსიკალურ სასწავლებელში; შექმნილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის, სიმფონიური ნაწარმოებები: ვარიაციები სიმფონიური ორკესტრისათვის (1971), "ჰამლეტი", სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის (1978), სიმფონია სიმფონიური ორკესტრისა და ორღანისათვის (1984); ვოკალურ–სიმფონიური ნაწარმოებები, საგუნდო ნაწარმოებები: "ხუთი ფანტაზია ქართულ ხალხურ თემებზე" (1969), საბავშვო საგუნდო ციკლი ა კაპელა (1977), ორი საგუნდო სურათი ქალთა გუნდის ა კაპელასათვის (1980); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები: ორი მინიატურა ფორტეპიანოსათვის (1967), სიმებიანი კვინტეტი ორი ვიოლინოს, ალტის, ვიოლონჩელოსა და კონტრაბასისათვის (1968), სონატა ალტისა და ფორტეპიანოსათვის (1970), სიმებიანი კვარტეტები (1973, 1975, 1980); რ. კაჟილოტის დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის: ცხინვალის ქართულ დასში - "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" (1974); ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა (1974); ჭიათურის თეატრში - ვ. კოროსტილიოვის "მე მჯერა შენი" (1973); რუსთავის თეატრში - უ. შექსპირის "ჰამლეტი" (1975); მესხეთის თეატრში - თ. ბიბილურის "მოლოდინი" (1974); თბილისის მოზარდ - მაყურებულთა ქართულ თეატრში მ. სვეტლოვის "20 წლის შემდეგ" (1977); მეტეხის თეატრში - ვ. კანდელაკის "დრო- 24 საათი" (1983). მუსიკალურად გაფორმა ტელეფილმები: "ლაზარე" (1972); "სტადიონი" (1979) და სხვ. მუსიკის დოქტორი. პროფესორი. 1992 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელში. არის ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრემიის ლაურიატი. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 188; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.115-116 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |