შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით IX![]()
ბიოგრაფიასაქართველოს მეფე 1346-1360წწ., გიორგი V ბრწყინვალის ძე, გარდაიცვალა გეგუთის ციხესიმაგრეში; მისი მეფობის პირველი წლები აღინიშნა "შფოთით", ანუ შინაფეოდალური ბძოლებითა და "დიდი სიგლახაკით" – ეკონომიური კრიზისით; 1349-1350წწ. საქართველო იძულებული შეიქმნა ირანის მონღოლთა ყაენისათვის ანუ შირვანისათვის გადაეხადა ხარკი – 400000 დინარი; ამას დაერთო შავი ჭირის ეპიდემიით გამოწვეული "დიდი სიკვდილობა" (1348); დავით IX–ის მეფობის დროს, 1356 წელს, საქართველო დალაშქრა თავრიზის მმართველმა მელიქ აშრაფმა; მტერმა დაარბია და დაანგრია ქ. ბიჯნისი; ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით, დავით IX–ს მნიშველოვანი სამშენებლო საქმიანობა წამოუწყია, აღუდგენია მონღოლთა მიერ დანგრეული მრავალი ეკლესია და ციხესიმაგრე; წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.269
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |