Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან კასრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს. 1961–1971წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის მე–9 სამუსიკო სკოლაში, I და III სამუსიკო სასწავლებლებში და თელავის სამუსიკო სასწავლებელში; 1971–1975წწ. იყო ქ. სიღნაღის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი; 1975–1977წწ. საქართვრლოს მუსიკალურ–ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმის მუსიკალური განყოფილების უფროსი, 1977 წლიდან ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის ანსამბლ "თბილისური კამერატას" დირექტორი; მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, კამერულ–ვოკალურ და კამერულ–ინსტრუმენტულ ჟანრებს: ფანტაზია ორი ფორტეპიანოსათვის, ორი ეტიუდი ფორტეპიანოსათვის, "ბურლესკა" კამერული ორკესტრისათვის, მრავალი სიმღერა მათ შორის საბავშვო სოლო და საგუნდო: "აბა, დელი"(კ. კასრაძის სიტყვებზე), "განთიადი"(ა. წერეთლის სიტყვებზე), "გაზაფხული", "ზაფხული" (შ. მღვიმელის სიტყვებზე), "ტოროლა" (მ. ფოცხიშვილის სიტყვებზე); მუსიკა საქართველოს თოჯინების თეატრის სპექტაკლისათვის "ბუტია". წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 204 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |