The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ანჯაფარიძე

ზურაბ ანჯაფარიძე
Date of birth:12 April, 1928
Date of death:12 April, 1997  (at 69 years)
Burial location:ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღი, თბილისი
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს.

1970 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1959–1970 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. 1979–1980 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი. 1973 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1976 წლიდან იყო საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური დისციპლინების კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს შესრულებული აქვს შემდეგი საოპერო პარტიები: აბესალომი, მალხაზი, რატი(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), მინდია(ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), ბაში-აჩუკი(ა.კერესელიძის "ბაში-აჩუკი"), პუშკინი და ერისთავი(დ.თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი"), არსენა(ბუკიას "არსენა"), გერმანი, ვოდემონი(პ. ჩაიკოვსკის "პიკი ქალი", "იოლანტა"), ოტრეპიევი (მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), ხოზე(ბიზეს "კარმენი"), რადამესი, დონ-კარლოსი, ჰერცოგი(ვერდის "აიდა", "დონ-კარლოსი", "რიგოლეტო"), კავარადოსი(პუჩინის "ტოსკა"), ფაუსტი(გუნოს "ფაუსტი") და სხვ. ანჯაფარიძეს უმღერია სსრ კავშირის მრავალი საოპერო თეატრის სცენაზე და საზღვარგარეთის ქვეყნებში(რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, კანადა, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია და სხვა). გაახმოვანა გერმანისა და ვოდემონის პარტიები კინოფილმებში "პიკის ქალი" და "იოლანტა". ქუთაისის საოპერო თეატრში დადგა ო. თაქთაქიშვილის "მინდია"(1979), რ. ლაღიძის "ლელა"(1981), ზ. ფალიაშვილის "დაისი"(თბილისი, 1977, 1988, ერევანი, 1984). მონაწილეობდა კინოოპერების "აბესალომ და ეთერის" და "დაისის" შექმნაში. პროფესორი(1983). დრამატული ტენორი.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.173; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.126

Awards and Honors

  • 1993 - ღირსების ორდენი
  • 1987 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1971 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, ლაურეატი
  • 1966 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: