შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ანჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს. 1970 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1959–1970 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. 1979–1980 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი. 1973 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1976 წლიდან იყო საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური დისციპლინების კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს შესრულებული აქვს შემდეგი საოპერო პარტიები: აბესალომი, მალხაზი, რატი(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), მინდია(ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), ბაში-აჩუკი(ა.კერესელიძის "ბაში-აჩუკი"), პუშკინი და ერისთავი(დ.თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი"), არსენა(ბუკიას "არსენა"), გერმანი, ვოდემონი(პ. ჩაიკოვსკის "პიკი ქალი", "იოლანტა"), ოტრეპიევი (მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), ხოზე(ბიზეს "კარმენი"), რადამესი, დონ-კარლოსი, ჰერცოგი(ვერდის "აიდა", "დონ-კარლოსი", "რიგოლეტო"), კავარადოსი(პუჩინის "ტოსკა"), ფაუსტი(გუნოს "ფაუსტი") და სხვ. ანჯაფარიძეს უმღერია სსრ კავშირის მრავალი საოპერო თეატრის სცენაზე და საზღვარგარეთის ქვეყნებში(რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, კანადა, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია და სხვა). გაახმოვანა გერმანისა და ვოდემონის პარტიები კინოფილმებში "პიკის ქალი" და "იოლანტა". ქუთაისის საოპერო თეატრში დადგა ო. თაქთაქიშვილის "მინდია"(1979), რ. ლაღიძის "ლელა"(1981), ზ. ფალიაშვილის "დაისი"(თბილისი, 1977, 1988, ერევანი, 1984). მონაწილეობდა კინოოპერების "აბესალომ და ეთერის" და "დაისის" შექმნაში. პროფესორი(1983). დრამატული ტენორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.173; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.126 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |