Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ დავითაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭალადიდი, ფოთის მახლობლად. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1973 წელს; ისტორიულ–იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს. 1973 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა ეკონომისტად; 1979-1993წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1993-1994წწ. იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს განყოფილების უფროსი; 1994-1995წწ. ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ სამმართველოს უფროსი; 1995-1997წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1997-2002წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ–ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავჯდომარე; პოლიციის გენერალ–მაიორი (1999). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.270; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.179 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |