შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ დავითაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭალადიდი, ფოთის მახლობლად. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1973 წელს; ისტორიულ–იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს. 1973 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა ეკონომისტად; 1979-1993წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1993-1994წწ. იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს განყოფილების უფროსი; 1994-1995წწ. ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ სამმართველოს უფროსი; 1995-1997წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1997-2002წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ–ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავჯდომარე; პოლიციის გენერალ–მაიორი (1999). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.270; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.179 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |