შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ კილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1946 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1946 წლიდან ასწავლიდა მუსიკალურ–თეორიულ საგნებს თბილისის სამუსიკო სკოლებსა და სასწავლებლებში: 1946–1952წწ. ცენტრალური მუსიკალური სკოლა, 1948–1951წწ. IV სამუსიკო სასწავლებელი, 1951–1965წწ. V სამუსიკო სკოლა(ამავდროულად დირექტორი), 1966–1980წწ. I სასმუსიკო სასწავლებელი; 1949–1951წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს ხელოვნების საქმეთა კადრების განყოფილების უფროსი ინსპექტორი; 1965 წლიდან იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და კულტურის სასწავლო დაწესებულებების რესპუბლიკის მეთოდკაბინეტის დირექტორი; დაწერილი აქვს რიგი საგაზეთო სტატიები და რეცენზიები, ანოტაციები ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებზე, შედგენილი აქვს მუსლიტერატურის პროგრამები მუსიკალური სკოლებისა და სასწავლებლებისთვის. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 221 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |