Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ინა ზაიჩიკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს. 1978–1979წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1979–1981წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპია–კარდიოლოგიის კათედრაზე; 1981–1991წწ. იყო ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1992–1997წწ. თერაპია–კარდიოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მეცნიერების განყოფილების უფროსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქინიდინის მონოთერაპიითა და მისი დიგოქსინთან კომბინაციით გამოწვეული ჰემოდინამიკური ცვლილებები გულის რიტმის დარღვევის დროს", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.108
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |