The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა კორძაია

მანანა კორძაია
Date of birth:25 May, 1940  (84 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო), ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1969 წელს(ინგლისური).

1965-1971წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის კომიტეტის მუსიკალურ გადაცემათა რედაქციის რედაქტორად; 1966 წლიდან იყო თბილისის III სამუსიკო სკოლის, 1972 წლიდან II სამუსიკო სასწავლებლის, 1980 წლიდან ცენტრალური მუსიკალური სკოლის პედაგოგი; 1972-1986წწ. იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს სარედაქციო-სარეპერტუარო კოლეგიის წევრი; 1986-1996წწ. გამომცემლობა "ხელოვნების" მუსიკისა და ხალხური შემოქმედების რედაქციის გამგე; 1996- 2006წწ. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი კულტურის სფეროში; მიყავდა სალექციო კურსი მუსიკის ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე და ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში; ამჟამად მოღვაწეობს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც დააფუძნა ახალი მიმართულება – მუსიკალური ჟურნალისტიკის საფუძვლები; 2009 წლიდან ლექციებს კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები წიგნებში: ნ. ანდღულაძე, "ჰომო - კანტოს", "ნანი", "ბიძინა კვერნაძე", "ლადო ათანელი"; ავტორია წიგნისა "მედეა ამირანაშვილი"(2009, გამომცემლობა "ფორმა"); არის ალექსი მაჭავარიანის მოგონებების წიგნის "შემოქმედი და დრო" შემდგენელი და ლიტერატურული ვერსიის ავტორი(2009, გამომცემლობა "მინიატურა"); მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: ივ. ჯავახიშვილი - "ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები", ა. წულუკიძე - "შალვა მშველიძე", მ. ფიჩხაძე - "სულხან ცინცაძე", რ. წურწუმია - "მეოცე საუკუნის ქართული მუსიკა"; საენციკლოპედიო სტატიები: ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, ქართული გვერდი ლა რუსის საყმაწვილო ენციკლოპედიაში "მუსიკა", მონაწილეობს თეატრალური ენციკლოპედიის სამუშაო ჯგუფში; ბუკლეტები: "თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი"(1984, თბილისი), "ევგენი მიქელაძე", "იაშვილების ოჯახი".

 წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 226; music.iliauni.edu.ge

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-1991)

Bibliography


Share: