შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზბარ ლომდარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს. 1972–1974წწ. ასწავლიდა თბილისის საესტრადო–საცირკო სასწავლებელში მუსიკის თეორიის საგნებს; 1974 წლიდან იყო თბილისის III სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, 1975–1979წწ. ამავე სასწავლებლის თეორიული განყოფილების გამგე; 1981-1985წწ. რესპუბლიკის ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი; 1985-1990წწ. თბილისის N15 მუსიკალური სკოლის დირექტორი; 1992-1996წწ. მოსკოვის მუსიკალური კოლეჯის დირექტორი; 1997-2004წწ. მ. ფანიაშვილის სახელობის ხელოვნების აკადემიის რექტორი; 2008-2011წწ. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მუსიკალური დეპარტამენტის კონსულტანტი. დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტები ფაგოტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1973, 1976), "ეპიტაფია" სიმფონიური ორკესტრისათვის (1977, მიუძღვნა ვ. გოძიაშვილს), სიმფონია (1980); ვოკალურ–სიმფონიური და საგუნდო ნაწარმოებები – ვოკალურ–სიმფონიური პოემა ბარიტონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1975), ორატორია სოლისტების, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1976), "სამი ფრესკა" ქალთა გუნდისათვის ა კაპელა (1977); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – "მუსიკალური ჩანახატები" ფორტეპიანოსათვის (1969), მინიატურები კამერული ორკესტრისათვის (1970), სიმებიანი კვარტეტი (1974), მუსიკა კამერული ორკესტრისათვის (1975), სონატები ფორტეპიანოსათვის (1975, 1976); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – 4 რომანსი ხმებისა და ფორტეპიანოსათვის (1966), "სიყვარულის ლირიკა" ვოკალური ციკლი სოპრანოსა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის (1977); ინსტრუმენტული კონცერტი: საფორტეპიანო - "თბილისური" (1977), "იმერული" (2000), "ერისიონი" (2000), "მეგრული" (2001), "გურული" (2002), "ქართლ-კახური", "აჭარული"; საბავშვო კონცერტები: "ენკი-ბენკი" (2003). ე. ლონდარიძის ნაწარმოებები შესრულებულია: უნგრეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, აშშ და სხვ. მისი N4 სიმფონია აღიარებულია "წლის საუკეთესო მუისიკალურ ნაწარმოებად" (2010), სამავშვო მუსიკის განვითარებაში შეტალი წვლილისთვის დაჯილდოებულია თბილისის მერიის ოქროს მედლით (2010). წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ.242; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 288-289 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |