Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ ლონდარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(ხალხური შემოქმედების განყოფილება), 1970 წელს(მუსიკის ისტორიის განყოფილება). 1958 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1959–1965წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის პიონერთა სასახლეში; 1965–977წწ. იყო საბავშვო გადაცემების მუსიკალური რედაქტორი საქართველოს ტელევიზიაში; 1969 წლიდან ასწავლიდა მუსიკის ისტორიის საგნებს თბილისის III სამუსიკო სასწავლებელში; დაწერილი აქვს: წიგნები – "ა. მაჭავარიანის საგუნდო და კამერულ–ვოკალური შემოქმედება"(1978, გამ. "ხელოვნება"), "ქართველი მუსიკოს–შემსრულებლები–ლაურეატები"(1982, გამ. "ხელოვნება", რუსულ და ფრანგულ ენებზე), "ქართული საბავშვო მუსიკა"(1984, გამ. "განათლება"); მრავალი სტატია გაზეთებსა და ჟურნალებში – "ქართული მუსიკის ფუძემდებელი"(1971, გამ. "პიონერი", ზ. ფალიაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი), "გიორგი ჩხიკვაძე"(1980, გამ. "საბჭოთა ხელოვნება", დაბადებიდან 80 წლისთავისადმი), "დავით ანდღულაზე"(1982, გამ. "დროშა"), "ვოკალური მონოლოგები"(1984, გამ. "საბჭოთა ხელოვნება", ს. მირიანაშვილის ვოკალურ ციკლზე). წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 244 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |