შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ ლონდარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(ხალხური შემოქმედების განყოფილება), 1970 წელს(მუსიკის ისტორიის განყოფილება). 1958 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1959–1965წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის პიონერთა სასახლეში; 1965–977წწ. იყო საბავშვო გადაცემების მუსიკალური რედაქტორი საქართველოს ტელევიზიაში; 1969 წლიდან ასწავლიდა მუსიკის ისტორიის საგნებს თბილისის III სამუსიკო სასწავლებელში; დაწერილი აქვს: წიგნები – "ა. მაჭავარიანის საგუნდო და კამერულ–ვოკალური შემოქმედება"(1978, გამ. "ხელოვნება"), "ქართველი მუსიკოს–შემსრულებლები–ლაურეატები"(1982, გამ. "ხელოვნება", რუსულ და ფრანგულ ენებზე), "ქართული საბავშვო მუსიკა"(1984, გამ. "განათლება"); მრავალი სტატია გაზეთებსა და ჟურნალებში – "ქართული მუსიკის ფუძემდებელი"(1971, გამ. "პიონერი", ზ. ფალიაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი), "გიორგი ჩხიკვაძე"(1980, გამ. "საბჭოთა ხელოვნება", დაბადებიდან 80 წლისთავისადმი), "დავით ანდღულაზე"(1982, გამ. "დროშა"), "ვოკალური მონოლოგები"(1984, გამ. "საბჭოთა ხელოვნება", ს. მირიანაშვილის ვოკალურ ციკლზე). წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 244 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |