The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალა ზედგინიძე

ალა ზედგინიძე
Date of birth:16 February, 1941  (84 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თრბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1965 წლიდან იყო გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან ციტოგენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1998 წლის იანვრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰემატოლოგიის კათედრის პროფესორი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 3 გამოგონების, 4 მეთოდური რეკომენდაციისა და 1 სახელმძღვანელოსი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1999), საქართველოში ონკოციტოგენეტიკის ფუძემდებელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე ლეიკოზების და სისხლწარმოქმნის ჰოპოპლაზურ მდგომარეობათა ციტოგენეტიკური შესწავლა", დაიცვა 1969 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ციტოგენეტიკური ცვლილებების კანონზომიერებანი ლეიკოზების განვითარების პროცესში", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.109; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.336

Member of Organizations

  • ევროპის ციტოგენეტიკოსთა ასოციაცია, წევრი
  • ეკოლოგიისა და უსაფრთხო ცხოველქმედების საერთაშორისო სამეცნიერო აკადემია, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო გენეტიკოსთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1996-)

Share: