შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალა ზედგინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თრბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1965 წლიდან იყო გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან ციტოგენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1998 წლის იანვრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰემატოლოგიის კათედრის პროფესორი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 3 გამოგონების, 4 მეთოდური რეკომენდაციისა და 1 სახელმძღვანელოსი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1999), საქართველოში ონკოციტოგენეტიკის ფუძემდებელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე ლეიკოზების და სისხლწარმოქმნის ჰოპოპლაზურ მდგომარეობათა ციტოგენეტიკური შესწავლა", დაიცვა 1969 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ციტოგენეტიკური ცვლილებების კანონზომიერებანი ლეიკოზების განვითარების პროცესში", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.109; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.336 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |