შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ალავიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის სამართლის სპეციალობით 2005 წელს. 2004-2005წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო ჯილდოების და საპატიო წოდებების მინიჭების სამსახური, მთავარი მრჩეველი; 2005-2006წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის მოქალაქეობის და სახელმწიფო ჯილდოების საკითხთა სამმართველო, მთავარი კონსულტანტი; 2006 წელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახური, მთავარი კონსულტანტი; 2006-2010წწ. ქ. თბილისის საკრებულო, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე; 2010-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟრიტარი №7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 62 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |