შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ ანჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს. 2001–2004წწ. საადვოკატო კომპანია "სანდო", ადვოკატი; 2004 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანაშემწე; 2004 –2005წწ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანაშემწე; 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის მთავარი მრჩეველი; 2005-2006წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის მთავარი კონსულტანტი; 2006–2007წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის კანონშემოქმედებითი და სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი; 2007–2008წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის კანონშემოქმედებითი და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი. 2008 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი. - თბ., 2015. -გვ. 67 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |