The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ბალავაძე

ვახტანგ ბალავაძე
Date of birth:23 August, 1978  (45 years)
Category:Economist, Public official, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის, მართვისა და ეკონომიკის ფაკულტეტი 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2001 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით მშენებლობის მენეჯმენტი 2002 წელს.

1998-2001წწ. შპს "ალ-ან-სი" იურისკონტროლი; 2001-2003წწ. "ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ასოციაცია", ადვოკატი; 2003-2004წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (2012); 2012-2013წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული-გუბერნატორი იმერეთში; 2014 წელს ქ. თბილისის, ნაძალადევის რაიონის გამგებელი; 2014-2020წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და მშენებლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2015 წელს დააფუძნა საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია შპს "ფორსი", სადაც 2018 წლამდე ეკავა დირექტორის და ინჟინერ კონსულტანტის თანამდებობა და პარტნიორის სტატუსით დღემდე აქტიურად მონაწილეობს კომპანიის საქმიანობაში; 2016 წლიდან საპროექტო კვლევა-ძიებით კომპანია შპს "კავტრანსპროექტში" უკავია წამყვანი ინჟინერის თანამდებობა; 2018 წლიდან – "სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ – საქართველოს" სამშენებლო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ლექტორი; 2020 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი და ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი; უმუშავია რამდენიმე მსხვილ საინჟინრო პროექტზე; არის არაერთი გაცვლითი აკადემიური და პრაქტიკული საერთაშორისო პროგრამის მონაწილე და კურსდამთავრებული. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 81; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი : ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტი: faculty.iliauni.edu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ინჟინერ-კონსულტანტთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი , წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2006-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", ფრაქციის მდივანი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2010-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2009-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2008-2009)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Awards and Honors

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

Share: