შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ გამცემლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით ბიოლოგია, ბოტანიკა 1972 წელს. 1972-2007წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი, მეცნიერ–თანამშრომელი, ყაზბეგის მაღალმთიანი სტაციონარის გამგე, ცოცხალი ფლორის სექტორის გამგე, მცენარეთა კონსერვაციის განყოფილების გამგე, დირექტო; 2007-2008წწ. თბილისის ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი, დირექტორი; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (2008); 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.109 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |