შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ გეგენავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის საერო ინსტიტუტი "გაენათი" საბანკო საქმის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2007 წელს. 1996-2008წწ. საქმიანობდა ბიზნესის სფეროში: 1996-1997წწ. სს "საქართველოს ბანკის" ნაძალადევის განყოფილება, სავალუტო განყოფილების ეკონომისტი, უფროსი სპეციალისტი; 1997–1998წწ. სს "საქართველოს ბანკის" სათავო აპარატი, საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ეკონომისტი, საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1998–2001წწ. სს "საქართველოს ბანკის" ვაკის ფილიალის მმართველი; 2001–2002წწ. სს "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალის მმართველი; 2002–2004წწ. სს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის", აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ბიზნესის მართვის მაგისტრი (2007) წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 112 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |