The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ მინდორაშვილი

ომარ მინდორაშვილი
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1943  (83 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1969 წელს(კლარნეტის კლასი), 1976 წელს(საკომპოზიციო).

1968–1974წწ. იყო ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის კონცერტმეისტერი; 1974 წლიდან თბილისის 31–ე საშუალო სკოლასთან არსებული სამუსიკო სტუდიის ხელმძღვანელი; 1979 წლიდან ასწავლიდა ბლოკ–ფლეიტას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტალურ სკოლა–ათწლედში; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – სიმფონია (1980), კონცერტი ფაგოტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1981), პოემა (1982); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – კვინტეტი ხისჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის (1975), სონატა ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის (1977), საფორტეპიანო პიესების ციკლი (1977), ნონეტი (1977), იუმორესკა ბლოკ–ფლეიტის ანსამბლისათვის (1979), პარაფრაზები ბლოკ–ფლეიტის ანსამბლისათვის (1980), სექსტეტი ფორტეპიანოსა და სასულე ინსტრუმენტებისათვის (1981); ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის (1983); ვოკალური ციკლები, საბავშვო სიმღერები და ინსტრუმენტული პიესები. მონაწილეობდა სემინარ-კონცერტებში საქართველო, გერმანია, ესტონეთი, ლიტვა, რუსეთი, თურქეთი. აშშ-ს მენის შტატის საპატიო მოქალაქე (1990). საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კომპოზიტორთა კავშირის პრემიები: "საუკეთესო კამერული ნაწარმოები" (II პრემია, 2010), "საუკეთესო სოლო და საანსამბლო ინსტრუმენტული საბავშვო ნაწარმოებები" (II პრემია, 2010). 

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 276;  ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 329

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1982-19??)

გააზიარე: