Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნატო მოისწრაფიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1958–1962წწ. იყო თბილისის 29–ე საშუალო სკოლის მუსიკალური აღზრდის განყოფილების გამგე და ფორტეპიანოს პედაგოგი; 1966–1967წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს ქ. ფოთის სამუსიკო სასწავლებელში; 1967–1969წწ. იყო საქართველოს რადიოს მუსიკალური გადაცემების უფროსი რედაქტორი; 1969–1975წწ. გამომცემლობა "ხელოვნებას" მუსიკალური ლიტერატურის რედაქციის გამგე; დაწერილი აქვს: "მზიანი საქართველოს ხელოვნება", "შალვა მშველიძე"(1975), "რუსულ–ქართული საგუნდო ურთიერთობები"; სტატიები პერიოდულ გამოცემებში, ჟურნალებში – "კონცერტები და პრესა"(1974, "საბჭოთა ხელოვნება"), "ნიკო შარაბიძე"(1978, "საბჭოთა ხელოვნება"), "მუსიკა, ძმობა, სიყვარული"(1980, "დროშა", მუსიკის დღეებზე აფხაზეთში), "საგუნდო მუსიკის ოსტატი"(1982, "მუსიკალური ცხოვრება", ი. ჩიმაკაძეზე); ავტორია მრავალი საგაზეთო სტატიის და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების ანოტაციების. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 283 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |