Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ დიასამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩანჩხალო, შუახევის რაიონი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორია-გერმანული ენის სპეციალობით 1981 წელს და ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1989 წელს. 1981-1983წწ. საბჭოთა არმიის სამხედრო-საჰაერო ძალები, რიგითი; აჭარის თევზჭერის სამმართველო, ოპერატორის თანაშემწე (1983); 1983-1984წწ. აჭარის პოლიგრაფიული გაერთიანება, დამხმარე მუშა; 1984-1985წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი უფროსი ლაბორანტი; 1985-1986წწ. აჭარის საარქივო სამმართველო, განსაკუთრებულ საქმეთა რესტავრატორი; აჭარის არქიტექტურის სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმი, მეთვალყურე; სახელმწიფო მუზეუმი, მეცნიერ–თანამშრომელი; 19991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: ბათუმის საარჩევნო ოლქიდან; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1989-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-მუშაკი; 1992-1995წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი: პროპორციული წესით, N10 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი "11 ოქტომბერი"; 1993-1995წწ. გამოსცემდა და რედაქტორობდა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთებს: "საქართველოს კარიბჭე" და "თავისუფალი სიტყვა"; 1996-2000წწ. "განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრის" რეგიონული კვლევების პროგრამის ხელმძღვანელი; 2000-2004წწ. კავშირი – "რეგიონალიზმის კვლევის ცენტრი", ხელმძღვანელი; 2004-2008წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი: პროპორციული წესით, "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი; 2008-2012წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი: პარტიული სიით: საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", აგრარულ საკითხთა კომიტეტის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.151 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |