The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე
Date of birth:4 October, 1974  (49 years)
Category:Mathematician, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1996 წელს და იმავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი 1997 წელს; დიდი ბრიტანეთის ქ. გლაზგოს სტრატკლაიდის უნივერსიტეტის სამაგისტრო კურსები გლობალური ენერგო-მენეჯმენტისა და რაოდენობრივი ფინანსების პროგრამით.

1998–1999წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პრეს–მდივანი; 2000–2001წწ. საქართველოს ევროატლანტიკური ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი; 2001–2002წწ. TBC-TV სტუდიის გადაცემის "რას ფიქრობს ხალხი" მთავარი კონსულტანტი; 2002–2003წწ. ტელეკომპანია "მზე", საინფორმაციო გადაცემა "მზერას" პროდიუსერი; 2003–2008წწ. ტელეკომპანია "იმედი", საკვირაო გადაცემა "დროებას" პროდიუსერი; 2008-2012წწ. საქართველოს  მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები"; 2016 წლიდან  მუშაობს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში" (GIEC): იყო დირექტორთა საჭოს წევრი, შემდგომ, სტრატეგიულ საკითხებში კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩევლი, ხოლო 2018 წლის 11 სექტემბრს ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა (აღნიშნული კომპანია "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) შვილობილი კომპანიაა).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.161; gig.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-201)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი ფრაქცია "ძლიერი საქართველო - ქრისტიან-დემოკრატები", წევრი (2008-2008)
  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, წევრი
  • ქრისტიასნ-დემოკრატიული მოძრაობა, გენერალური მდივანი

Share: