Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა ანტონოვსკაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო-გამოყენებითი ხელოვნების სკოლა 1909 წელს. რუსი მწერალი. დაიბადა მხატვარ-გრავიორის არნოლდ ვენჟერის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ქ. ყარსის მარიამის ქალთა სასწავლებელში. მონაწილეობდა 1905 წელს რევოლუციურ მოძრაობაში. 1918 წელს მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა არტისტერიუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ფართო მასების დაინტერესებას საქართველოს ისტორიული წარსულით, მისი კულტურული მემკვიდრეობით. 1918–1919 წლებში ალმანახ "ARS"–ში და ჟურნალ "აკმეში" დაიბეჭდა მისი პირველი ნაწარმოებები ("ბაქკი ქალი", "ზღაპარი", "ბინდი", "ცეცხლი"). 1921–1922 წლებში დაწერა რამდენიმე პიესა და ინტერმედია თბილისის რევოლუციური თეატრისათვის. პიესა "ყვავილების რევოლუცია" 1921 წელს გამოქვეყნდა ქართულ ენაზე ჟურნალში "ნორჩი ძალა". 1910–1920 წლების ამბები მწერალმა შემდგომში ასახა "ქართული ნოველების" ციკლში. ისტორიულ–რევოლუციურ მოთხრობაში "ბათუმის რეიდზე" (1948), კინოსცენარში "ცეცხლის ტრანსპორტი" (1930, გადაიღეს ლენინგრადში) და რომანში "მშვიდობის ანგელოზები" (1945–1946, თანაავტორი ბორის ჩორნი). მნიშვნელოვანი ნაწარმოებია მონუმენტური ისტორიული რომან–ეპოპეა "დიდი მოურავი". იგი თარგმნილია ქართულ, ჩეხურ, პოლონურ ენებზე. ანა ანტონოვსკაიას სცენარის მიხედვით (თანაავტორი ბორის ჩორნი) დაიდგა ორსერიანი ქართული მხატვრული ფილმი "გიორგი სააკაძე" (1942–1943, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.170; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.173;100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.17 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |