შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი იმნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველო აგრარული უნივერსიტეტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1996 წელს. 1989–1990წწ. რესპუბლიკური საწარმო, რუსთავის სატყეო "საქტყეკაკალნაყოფი", მუშა; 1996–1997წწ. სახაზინო საწარმო "საქტყეპროექტი", ინჟინერი; 1997–1999წწ. ინსტიტუტი "საქსახტყემეურნეობაპროექტი", ინჟინერი; 1998–2002წწ. სატყეო სექტორის განვითარების ცენტრი, კონსულტანტი; 2003–2004წწ. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტში, ტყის დაცვის გენერალური ინსპექცია, მთავარი პათოლოგი; 2004–2005წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2005-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები. საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2012-2013წწ.შპს. "ჰერმესი" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 181 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |