შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ორჯონიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1952 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1953 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1955–1968წწ. ასწავლიდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(1963 წლიდან დოცენტი); 1968 წლიდან იყო საქართველოს ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; დაწერილი აქვს: წიგნები – "ა. მაჭავარიანის ოტელო"(1958, "Музгиз" მოსკოვი), "ა. ბალანჩივაძე"(1959, "Музгиз" მოსკოვი), "ს. პროკოფიევის საფორტეპიანო სონატები"(1962, "Музгиз" მოსკოვი), "ვერდის ოპერები შექსპირის სიუჟეტებზე"(1967, "Музгиз" მოსკოვი), "ა. ბალანჩივაძე, ნარკვევი ცხოვრებასა და შემოქმედებაზე"(1967, "ლიტერატურა და ხელოვნება" თბილისი); ნაშრომები კრებულებად – "რევაზ ლაღიძე"(1956), "ა. ბალანჩივაძის III საფორტეპიანო კონცერტი"(1956), "ს. პროკოფიევის რომეო და ჯულიეტა"(1962), "ნაციონალური სტილის დინამიკაზე"(1973), "რ. შტრაუსი"(1977, წიგნში "XX საუკუნის მუსიკა"), "რ. შტრაუსის "სალომეა" და "ელექტრა"(1984, წიგნში "მუსიკალური თანამედროვეობა"); სტატიები პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებში, ჟურნალებში; ლიტერატურული ნაშრომები. საზოგადო მოღვაწე, მუსიკის კრიტიკოსი; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ანდრია ბალანჩივაძე", დაიცვა 1959 წელს. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 304 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |