Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მირა ფიჩხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1948 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1948 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და თანამშრომლობდა რესპუბლიკურ და ცენტრალურ პრესასთან; 1948–1952წწ. ასწავლიდა თბილისის V მუსიკალურ სკოლაში, 1952–1972წწ. II სამუსიკო სასწავლებელში; 1950–1960წწ. იყო საქართველოს რადიოს მუსიკალური რედაქტორი; 1953–1959წწ. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკალურ–ლიტერატურული ნაწილის გამგე; 1973 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, 1976 წლიდან მუსიკალური თეატრის კათედრის დოცენტი და თეატრისა და კინოს სამეცნიერო–კვლევითი სექტორის უფროსი მეცნიერთანამშრომელი; დაწერილი აქვს: წიგნები("საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი" 1958, "საქართველოს სახელმწიფო ხალხური სიმღერისა და ცეკვის დამსახურებული ანსამბლი" 1972, "ალექსანდრე შავერზაშვილი" 1983, "საქართველოს მუსიკალური კომედიის თეატრი"), ნაშრომები კრებულებად(1975 - "თ. ვახვახიშვილის მუსიკა კ. მარჯანიშვილის სპექტაკლში "ურიელ აკოსტა" - 1982, "ა. ბალანჩივაძის მუსიკა კ. მარჯანიშვილის სპექტაკლში"), სტატიები და რეცენზიები პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებში, ჟურნალებში(1958, "ბ. კვერნაძის ახალი სავიოლინო კონცერტი", 1959 - "შალვა მშველიძის ინდური სიუიტა", 1972 - "რევაზ გაბიჩვაძე", 1973 -"დიმიტრი არაყიშვილი", 1980 -"ქეთო და კოტე"); ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქართული ოპერეტის სათავეები", დაიცვა 1973 წელს. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 311 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |